კომპანია

კომპანია KMC Glass 2013 წელს დაარსდა და საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარზე სამი წელია ოპერირებს. ამ დროისგანმავლობაში მოვახერხეთ ჩვენი კლიენტებისთვის სანდო პარტნიორები გავმხდარიყავით. KMC Glass მინის ტარის წარმოების ლიდერიკომპანიის Verallia-ს დისტრიბუტორია და მისი პროდუქციის იმპორტს რუსეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ახორციელებს.

Verallia-ს საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ფეხი ავუწყოთ მინის წარმოების ინდუსტრიის ყველაზე თანამედროვე ტენდენციებს და მომხმარებელს, ფრანგულ ხარისხთან ერთად, ყოველწლიურად უფრო ფართო და დახვეწილი ასორტიმენტი შევთავაზოთ.

საქმიანობის პირველი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ღვინის მწარმოებლებს 12 მილიონზე მეტი ბოთლი მიაწოდა. შედეგად, არსებობის პირველივე წელს KMC Glass ბაზრის 30%-ს დაეუფლა.

ჩვენს წარმატების საიდუმლო პროდუქციის დასავლური სტანდარტების შესაბამის ხარისხში, ფართო ასორტიმენტსა და, რაც მთავარია, მიწოდების სწრაფ და მოქნილ სისტემაშია.

ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა ინდუსტრიებში მოღვაწე პარტნიორებს ყველაზე ორიგინალური იდეების რეალიზებაში დაეხმაროს. ამისათვის ჩვენი მომსახურება თითოეულ პარტნიორზე მისი სურვილისამებრ ხდება.

© KMC Glass 2016 All Rights Reserved
Developed by Galaxy Studio